პლატონური სიყვარული (ლათ. amor platonicus) ნიშნავს არასექსუალურ თბილ ურთიერთობებს. მარტივი მაგალითი პლატონური ურთიერთობისა არის ღრმა, არასექსუალური მეგობრობა, რომელიც არ ექვემდებარება გენდერულ დაწყვილებას.
სუფთა, წმინდა, , ხელშეუხებელი და შეურყვნელი. თქვენი აზრით, პლატონური სიყვარული ფანტასმაგვარია თუ მართლა არსებობს?
პ.ს.პლატონური, გულისხმობს სულიერ მისწრაფებებზე დამყარებული სიყვარულს. ის გამორიცხავს, ხორციელი ლტოლვის დომინანტობას ურთიერთობაში და წინა პლანზე აყენებს "შორით ბნედა, შორით ალვას..." . უარყოფს "sexs" როგორც გასართობს და მას მხოლოდ გამრავლების საშუალებად, სიყვარულის გვირგვინად მიიჩნევს და არა მის წინმსწრებ, ან თანმხლებ მოვლენად.
პლატონურ სიყვარულს საფუძვლად წმინდა პრაქტიკული მნიშვნელობა უდევს, კერძო, ის უმოკლესი საშუალება ურთიერთობის გრძელვადიანობისა და სტაბილურობისა, რამდენადაც ის გამორიცხავს ურთიერთობის ყველა იმ ფორმას, რომელიც გართობისკენაა მიმართული. გასართობი რაც არ უნდა სრულყოფილი იყოს, მას მობეზრებითი ხასიათი აქვს. ეს არის უმეტეს შემთხვევაში მიზეზი წყვილების განცალკევებისა.
პლატონური სიყვარული ეს „სულიერი ინვესთიციააა“, რომელიც გძელვადიან პესპექტივაში აუცილებლად მოგვცემს სარგებელს , ჭეშმარიტი სიყვარულის სახით.
პლატონური სიყვარულ მიმართ ხშირათ ისმის კრიტიკა იმის თაობაზე, რომ ის თანამედროვე ცხოვრებში განუხორცილებელია. ამის შემოწმება თითოეულ ჩვენთგანს შეუძლია , საჭიროა მხოლოდ მონდომება და რწმენა იმისა , რომ ესაა ურთიერთობის სწორი ფორმა .
No comments:
Post a Comment